თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტების საყურადღებოდ!

ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად და მობილობის გასავლელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის - „პედიატრია“ რეზიდენტებისთვის ფოჯას უნივერსიტეტში (ფოჯა, იტალია). 

მობილობის პერიოდი: ხუთი თვე, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია ხუთი თვის განმავლობაში).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი;

ცნობა რეზიდენტის  სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;

სამოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).

სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე:

iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ: რეზიდენტებს, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში.

უპირატესობა მიენიჭებათ: კონკურსანტებს, რომლებიც ადრე არ მონაწილეობდნენ ERASMUS+ პროგრამის საერთაშორისო მობილობაში, ასევე არიან სოციალურად დაუცველი პირები, სპეციალური საჭიროების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები და/ან იძულებით გადაადგილებული პირები.

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2025 წლის 18 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407

ტელეფონი: 032 2 542 450; 032 2 542 451