საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 12 ნოემბრის (სხდომის ოქმი N 9) გადაწყვეტილების საფუძველზე, აკადემიურ საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით  ერთ  ვაკანტურ ადგილზე წარმომადგელის ასარჩევად,  2025 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.

ფარმაციის ფაკულტეტიდან  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: 

- განცხადება;

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

- ცნობა თსსუ-ის აკადემიური  თანამდებობის შესახებ  (პროფესორი ან  ასოცირებული პროფესორი).  

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 17 ნოემბერს და დასრულდება 2025 წლის 21 ნოემბერს.

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  210.

ტელ. (032) 2 542443.