საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი  საბჭოს  გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის  შესახებ


თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 12 ნოემბრის (სხდომის ოქმი N 9) გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმომადგენლობით საბჭოში ფარმაციის ფაკულტეტიდან, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით  ერთ  ვაკანტურ ადგილზე წარმომადგენლის ასარჩევად, 2025 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.

ფარმაციის ფაკულტეტიდან  წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ: 

- განცხადება; 

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

- ცნობა თსსუ-ის აკადემიური  თანამდებობის შესახებ  (პროფესორი,  ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი).  

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 17 ნოემბერს და დასრულდება 2025 წლის 21 ნოემბერს. 

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  210.

ტელ. (032) 2 542443.