თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად დიჯლეს უნივერსიტეტში (თურქეთი).

მობილობის პერიოდი: 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი (5 თვე).

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu).

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

CV ევროპულ ფორმატში ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA–ის მითითებით;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე).

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, 2025 წლის 23  დეკემბერს, 16:30 საათზე. 

მისამართი:  თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი N 407.