თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2025–2026 სასწავლო წელს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას ატარებს, რომელიც განკუთვნილია ყველა სემესტრის სტუდენტისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტური კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, აკადემიური აზროვნებისა და სამეცნიერო უნარების განვითარებას.
კონფერენცია ჩატარდება მრავალეტაპიანი ფორმატით. ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე ფუნქციონირებს თითო-თითო სექცია, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე — ორი სექცია (თერაპიული და ქირურგიული მიმართულებები), ხოლო მედიცინის ფაკულტეტზე წარმოდგენილი იქნება ხუთი სექცია: თეორიული მედიცინა, შინაგანი მედიცინა, ქირურგია, პედიატრია და გადაუდებელი მედიცინა. თითოეულ სექციაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
მოხსენებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ვერბალური, ისე პოსტერული ფორმით. ორივე ტიპის მოხსენება უნდა იყოს უნიფიცირებული და მომზადებული უნივერსიტეტის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ვერბალური მოხსენების მომზადებისას სტუდენტმა და მისმა ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
1. მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერიტეტის მიერ მიღებულ შაბლონზე;
2. მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს;
3. მოხსენება უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
• ავტორ (ებ)-ის სახელი, გვარი;
• დეპარტამენტ (-ებ)ი, სადაც შესრულდა ნაშრომი;
• ხელმძღვანელ(-ებ)ის სახელი, გვარი (ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მოხსენებას. მისი არდასწრების პირობებში, მოხსენებას უნდა დაესწროს შესაბამისი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი);
• შესავალი, რომელიც უნდა ასახავდეს ნაშრომის აქტუალობას;
• კვლევის მეთოდოლოგია;
• შედეგები;
• დასკვნები, რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის შეჯამებას და ძირითად მიგნებებს;
• დისკუსია, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის მნიშვნელოვან მიღწევას, ნაკლს და სამომავლო ტენდენციებს;
• ბიბლიოგრაფია.
პოსტერული მოხსენების მომზადების დროს სტუდენტმა და მისმა ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
1. პოსტერი უნდა შეიცავდეს უნივერსიტეტის ლოგოს;
2. პოსტერის ზომა უნდა იყოს შეთანხმებული;
3. მოხსენება უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
• ავტორ (ებ)-ის სახელი, გვარი, დეპარტამენტ (-ებ)ი, სადაც შესრულდა ნაშრომი
• ხელმძღვანელ(-ებ)ის სახელი, გვარი (ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მოხსენებას. მისი არდასწრების პირობებში, მოხსენებას უნდა დაესწროს შესაბამისი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი)
• შესავალი, რომელიც უნდა ასახავდეს ნაშრომის აქტუალობას
• კვლევის მეთოდოლოგია
• შედეგები
• დასკვნები, რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის შეჯამებას და ძირითად მიგნებებს
• დისკუსია, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის მნიშვნელოვან მიღწევას, ნაკლს და სამომავლო ტენდენციებს.
• ბიბლიოგრაფია
კონფერენციის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო 30 მოხსენება წარმოდგენილი იქნება დასკვნით კონფერენციაზე, ხოლო მათი აბსტრაქტები გამოქვეყნდება თსსუ-ის შრომათა კრებულის „დამატებით“ ნომერში.
ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის აბსტრაქტები მიიღება ქართულ ენაზე, ხოლო საერთაშორისო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის — ინგლისურ ენაზე.
კონფერენციის განხორციელების კალენდარული გეგმა:
I ეტაპი — რეგისტრაცია: 17 დეკემბერი – 31 იანვარი
II ეტაპი — ნაშრომების მომზადება: 1 თებერვალი – 25 მარტი
III ეტაპი — საფაკულტეტო კონფერენციები: 1 აპრილი – 30 აპრილი
IV ეტაპი — საუნივერსიტეტო კონფერენცია: ივნისი (ზუსტი თარიღი განისაზღვრება მოგვიანებით)
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
თამარ საგანელიძე — თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი - 593 61 66 70
ეკატერინე გუშარაშვილი — თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი - 568 62 05 23
ციცი პაპუნაშვილი — საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ხელმძღვანელი - 571 07 12 25
იოსებ ნოზაძე — სამეცნიერო კლუბი „ნექსუსის“ ხელმძღვანელი - 555 59 13 59
ივლიანე სურმავა — ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი - 577 14 61 31
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/RW6ZPN9