თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 2026 წლის 29 იანვარს, 16:00 საათზე გიწვევთ სტენლი მიუზიკის სახელობის მემორიალურ ლექციაზე: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომავალი ლიდერების აღზრდისთვის “.
მემორიალური ლექციის მთავარი მომხსენებელი იქნება დოქტორი ვაფაა ელ-სადრი — კოლუმბიის უნივერსიტეტის ICAP-ის დამფუძნებელი და გლობალური დირექტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ინიციატივების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. დოქტორი ვაფაა ელ-სადრი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლიდერია ინფექციური დაავადებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.
ლექცია განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის, კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი პროფესიონალებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წარმოჩენა არა მხოლოდ როგორც ტექნიკური დისციპლინის, არამედ როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ინვესტიციისა და ლიდერული განვითარების უწყვეტი გზის.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, II საკონფერენციო დარბაზი.