Nicolaus Copernicus University (ტორუნი, პოლონეთი) აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში TABMED 2026 – Toruń and Bydgoszcz Medical Summer School მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა (აგვისტოს თვე).
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სამედიცინო და ბიოსამედიცინო კვლევით პროექტებში.
პროგრამის სამუშაო ენა არის ინგლისური.
მონაწილეთათვის გათვალისწინებულია:
- სტიპენდია;
- უფასო განთავსება სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კვლევითი პროექტების ჩამონათვალი და განაცხადის წარდგენის პროცედურა ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tssp.umk.pl
https://tssp.umk.pl/application.html