უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორის ვიზიტი თსსუ-ში

უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორის ვიზიტი თსსუ-ში

2026 წლის 26-28 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი ნიკ ბრაუნი (Nick Brown, MD, PhD, MBChB, MRCP, FRCPCH, MSc, DTM&H, Honorary Fellow RCPCH), რომელიც ჩაატარებს სამდღიან ტრენინგს თემაზე: „Manuscript writing: asking the right question, optimizing your design and analysis “. 

ტრენინგი მიზნად ისახავს სამეცნიერო სტატიების მომზადების პროცესში თანამედროვე მიდგომების გაცნობას, კვლევის სწორი ფორმულირების, დიზაინის დაგეგმვისა და მონაცემთა ანალიზის ოპტიმიზაციის უნარების განვითარებას.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტების უცხოენოვანი პროგრამების ხელმძღვანელები, დოქტორანტები, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური პერსონალი, რომლებიც მომავალში თავად ჩაატარებენ მსგავს ტრენინგებს და ხელს შეუწყობენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გავრცელებას უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში.