2026 წლის 7 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ლალი ბარბაქაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ენდომეტრიული სტრომული სიმსივნეების ფენოტიპური თავისებურებანი და პროგრესიის რისკის მახასიათებლები“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ნიკოლოზ კინტრაია - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
სამეცნიერო კონსულტანტი:
გიორგი ბურკაძე - თსსუ-ის მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ბესარიონ ტყეშელაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
თამარ სალაძე - თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ზაზა ბოხუა - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.