შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია:
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
რეგისტრაციის გრაფიკი:
ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 23 აპრილიდან - 2026 წლის 25 მაისის 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში – 2026 წლის 28 მაისის 18:00 საათამდე;
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები:
7 მაისი, 15:00 საათი
18 მაისი, 15:00 საათი
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ https://tinyurl.com/ajnfaerm