მეტამეცნიერების საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას1

მეტამეცნიერების საზაფხულო სკოლა აცხადებს მიღებას1

BIH QUEST Center for Responsible Research და კოიმბრას უნივერსიტეტის EXCELScIOR ERA Chair მეტაკვლევითი გუნდი აცხადებენ მიღებას მეტამეცნიერების საზაფხულო სკოლაში - პრაქტიკული ტრენინგი - „კვლევა კვლევის შესახებ“

ტრენინგის ჩატარების ადგილი: გერმანია, ფრანკფურტ-ამ-მაინის მახლობლად

პერიოდი: 23–28 აგვისტო, 2026 წ.

საზაფხულო სკოლის მიზანია სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს მკვლევართა მხარდაჭერა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან:

● კვლევის ხარისხის გაუმჯობესებით;

● რეპროდუცირებადობის გაზრდით;

● აკადემიური სიზუსტისა და გამჭვირვალობის გაძლიერებით.

პროგრამა მონაწილეებს გააცნობს მეტამეცნიერებას - კვლევის მიმართულებას, რომელიც სწავლობს თავად კვლევით პროცესს და მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესებას.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები:

● იმუშავებენ მცირე ჯგუფებში გამოცდილ მეტამკვლევრებთან ერთად

● შეიმუშავებენ მეტაკვლევით („კვლევა კვლევის შესახებ“) პროექტებს

● დაიწყებენ კვლევის დიზაინის შექმნას, რომლებიც მიმართულია სამეცნიერო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე

მონაწილეობის პირობები

● მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი სფეროს მკვლევრებს

● მეტაკვლევაში წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის


განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 2026

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.bihealth.org/en/notices/meta-science-summer-school-designing-and-conducting-studies-to-improve-research-1