გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით არაოფიციალური ვებგვერდების მეშვეობით ვრცელდება არასრული და არაზუსტი ინფორმაცია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ უნივერსიტეტის ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, მათ შორის - ოფიციალური ვებგვერდის და ოფიციალური სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. (tsmu.edu, https://www.facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია მესამე პირების მიერ, არაოფიციალურ ვებგვერდებზე ან სოციალურ პლატფორმებზე არ წარმოადგენს თსსუ-ის ოფიციალურ პოზიციას და უნივერსიტეტი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გადამოწმება, როგორიცაა:
• მიღების პირობები და წესები
• სასწავლო პროგრამები
• ვადები და განაცხადების პროცედურები
• სწავლის საფასური და სხვა ადმინისტრაციული ინფორმაცია.
გთხოვთ, ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოთ მხოლოდ უნივერსიტეტის ოფიციალური წყაროები (https://tsmu.edu/ts/contact/8/0/0/0/0/2) და ოფიციალური ვებგვერდი (https://tsmu.edu/ts/content/7/220/315/0/0/0).
პატივისცემით,
თსსუ-ის ადმინისტრაცია