„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის — „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა.

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნული საკონტაქტო პირები მონაწილეებს გააცნობენ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და 2027 წლისთვის დაგეგმილ საგრანტო კონკურსებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებს. შეხვედრა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მიიღონ დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართვისა და ევროკავშირის საგრანტო პროგრამებში წარმატებული მონაწილეობის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 15 ივნისი, 2026 წელი

დრო: 16:00 – 18:00 საათი

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, საკონფერენციო დარბაზი №4 (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33)

იხილეთ დღის წესრიგი