8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას მართავს.
ონლაინ შეხვედრის ფარგლებში მაგისტრანტობის კანდიდატები დეტალურად გაეცნობიან საერთო სამაგისტრო გამოცდის მნიშვნელოვან ასპექტებს:
• გამოცდის ოთხივე კომპონენტის სპეციფიკას: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა;
• ტესტირების ფორმატსა და შეფასების პრინციპებს;
• პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ გამოცდისთვის უკეთ მომზადებაში.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, საინტერესო კითხვები წერილობითი ფორმით დასვან და შესაბამისი მიმართულების ექსპერტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან:
• ივანე წერეთელი – მასწავლებელთა, ზოგადი უნარების და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
• თამარ აბაშიძე – ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი;
• რამაზ ლიპარტელიანი – ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით. შეხვედრაზე შესასვლელად გამოიყენეთ შემდეგი ბმული:https://bit.ly/3RZt12s