საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანია:

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალის მომზადება და სათანადო კვლევითი გარემოს შექმნა. აღნიშნული ითვალისწინებს ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენას, სადოქტორო ნაშრომების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ქართველ მეცნიერთა ჩართულობას უცხოურ წამყვან აკადემიურ დაწესებულებებსა თუ გლობალურ სამეცნიერო პროექტებში, რაც არსებითად შეუწყობს ხელს საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევების ხარისხის ამაღლებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდულური

რეგისტრაციის გრაფიკი:

ელექტრონული რეგისტრაცია - 2026 წლის 29 ივლისიდან - 4 სექტემბრის 16:00 საათამდე;

ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 6, 26 აგვისტო

საკონსულტაციო შეხვედრის ბმულები და ზუსტი დრო გამოქვეყნდება ეტაპობრივად, შეხვედრების წინა დღეს.

კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ: