ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამები - 2027/2028 აკადემიური წელი

ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამები - 2027/2028 აკადემიური წელი

ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო 2027/2028 აკადემიური წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და მკვლევრებისთვის.

Franz Werfel Scholarship — სამიზნე ქვეყნები: მსოფლიოს ყველა ქვეყანა;

Ernst Mach Scholarship – Worldwide — სამიზნე ქვეყნები: მსოფლიოს ყველა ქვეყანა;

Ernst Mach Scholarship for Studies at an Austrian University of Applied Sciences — სამიზნე ქვეყნები: არაევროპული ქვეყნები და უკრაინა;

Ernst Mach Follow-up Grant (Development Cooperation) — სამიზნე ქვეყნები: არაევროპული განვითარებადი ქვეყნები, OECD-ის განვითარების დახმარების კომიტეტის (DAC) ჩამონათვალის მიხედვით;

Ernst Mach Scholarship – ASEA-UNINET.

თითოეულ პროგრამაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის პირობებისა და სამიზნე ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, აპლიკანტებმა განაცხადის წარდგენამდე უნდა გაეცნონ კონკრეტული სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებსა და პირობებს.

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ავსტრიის სტიპენდიებისა და კვლევითი გრანტების მონაცემთა ბაზაში — www.grants.at.