2026-2027 სასწავლო წლის პირველი (საშემოდგომო) სემესტრისათვის თსსუ-ის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 7 სექტემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრამდე.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- განცხადება ჩარიცხვის თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
- იმ უსდ-დან, სადაც პირმა გაიარა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ჩარიცხვისა და დამთავრების ბრძანებების დამოწმებული ასლები;
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი (დედანი და ასლი);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
- ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4) და მისი ელექტრონული ვერსია.