თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2026 წლის 9–10 ოქტომბერს თბილისში ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის სფეროში მოღვაწე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები. სამეცნიერო შეხვედრა მიეძღვნება დარგში არსებულ უახლეს მიღწევებს, აქტუალურ კლინიკურ გამოწვევებს, თანამედროვე დიაგნოსტიკურ მიდგომებსა და მკურნალობის ინოვაციურ სტრატეგიებს.

სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მოხსენებებს წარმოადგენენ დარგის წამყვანი ექსპერტები საქართველოდან, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონგრესი მონაწილეებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ინტერვენციული რადიოლოგიის, ტკივილის მართვისა და მინიმალურად ინვაზიური მკურნალობის მიმართულებით თანამედროვე საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

კონგრესში მონაწილეობა შეუძლიათ ექიმებს, რეზიდენტებსა და სამედიცინო სფეროს სხვა პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტერვენციული რადიოლოგიის, ტკივილის მართვისა და მინიმალურად ინვაზიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით.

კონგრესი გაიმართება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“.

კონგრესზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/4xr5cQ4