Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად და ტულუზის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) მობილობის გასავლელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სტუდენტებისთვის.
მობილობის პერიოდი: ხუთი თვე - 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2026 წლის 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:
ელფოსტა: iad@tsmu.edu; n.kandelaki@tsmu.edu
ტელეფონი: (032) 254 24 50
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი №407.