ალექსანდრე წერეთლის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ალექსანდრე წერეთლის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 5 ნოემბერს, 16:00 საათზე შედგება ალექსანდრე წერეთლის სადისერტაციო ნაშრომის - „ელექტროენცეფალოგრამის ავტომატური ანალიზის პროგრამა ENCEVIS დიაგნოსტიკური ღირებულების შეფასება“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ნათელა ოკუჯავა - თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ექსპერტები:

სოფიო ბახტაძე - თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ლალი ხუციშვილი -  თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი;

სოფიო კასრაძე - ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.