თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2026 წლის 7 ოქტომბრის N 1 საოქმო გადაწყვეტილებით,  ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  ასარჩევად 2026 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები. 

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა, თსსუ-ის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში  უნდა წარმოადგინონ: 

განცხადება;

პირადობის მოწმობა ან პასპორტი;

აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 

რეზიუმე (CV);

ცნობა თსსუ-ის აკადემიური  თანამდებობის შესახებ  (პროფესორი,  ასოცირებული პროფესორი,  ასისტენტ-პროფესორი).   

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის  კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 19 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის  23 ოქტომბერს.  

რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, 11 საათიდან 16 საათამდე;   

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული,  ოთახი  224.