თბილისში აშშ-ის საელჩო აცხადებს "ფულბრაიტის პროგრამას მკვლევარებისთვის” 2027-2028 აკადემიური წლის ყოველწლიურ კონკურსს ქართველი მეცნიერებისთვის.
პროგრამის მიზანია:
საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების უმცროს და უფროს მკვლევრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ექსპერტებს მიეცეთ შესაძლებლობა, აშშ-ის წამყვან აკადემიურ დაწესებულებებში 3-დან 6 თვემდე ვადით განახორციელონ პოსტდოქტორული კვლევა, წაიკითხონ ლექციები ან შეათავსონ კვლევითი და სალექციო საქმიანობა. პროგრამა ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთგაგების გაღრმავებას და ქართულ-ამერიკული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.
მონაწილეობის ძირითადი პირობები:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში ან ევროპული/აშშ-ის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი;
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო და/ან კვლევითი საქმიანობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ზეპირი და წერილობითი ცოდნა (TOEFL-ის ან ენის ცოდნის სხვა ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის);
- J-1 ვიზის მიღების უფლება.
რეგისტრაციის გრაფიკი:
- ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათამდე
- შორტლისტში შეყვანილ კანდიდატებთან გასაუბრება - 2026 წლის დეკემბრის დასაწყისში
- საბოლოო შერჩევის შედეგების დადასტურება - 2027 წლის გაზაფხულზე
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ.