თამარ კასრაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

თამარ კასრაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 27 ნოემბერს, 16:00 საათზე შედგება თამარ კასრაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ინფექციასთან ასოცირებული სიკვდილობის რისკის შემცირება ჰემოდიალიზის გრძელვადიანი კათეტერის სანათურის ჩამკეტი ხსნარის გამოყენების გზით“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ირმა ჭოხონელიძე - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური  დოქტორი;

თამარ დიდბარიძე - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

თამარ მეგრელიშვილი - თსსუ-ის  ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ქეთევან ცანავა -  აკად. ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ანა შამანაძე - ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.