2027 წლის 29–30 იანვარს, ჰელსინკის გამოფენებისა და კონვენციების ცენტრში (ფინეთი), გაიმართება ნორდიულ ქვეყნებში განათლებისა და ტრენინგების სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიება - EDUCA 2027.
2027 წლის ღონისძიების მთავარი თემაა „ტრანსფორმაციული კომპეტენციები“ (Transformative Competencies). ღონისძიების ინგლისურენოვანი პროგრამა განათლების სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ განათლების თანამედროვე გამოწვევებს, გლობალურ კონტექსტში მათი გადაჭრის მიდგომებს, აგრეთვე, ფინეთის განათლების სისტემის გამოცდილებასა და მისი სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებებს.
EDUCA ყოველწლიურად დაახლოებით 16 000 ვიზიტორსა და 400-მდე გამოფენის მონაწილეს მასპინძლობს. ღონისძიება ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტებთან, ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროფესიული კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც ჰელსინკიში, ადგილზე დასწრებით, ისე ონლაინ ფორმატში - პროგრამის პირდაპირი ტრანსლაციის (livestream) საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს!