თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად მაგდებურგის უნივერსიტეტში (გერმანია).

მობილობის დასაწყისი - 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობის ხანგრძლივობა - სამი თვე.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

• სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, აკადემიური მოსწრების ჯამური ქულის მითითებით;

•გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 ან C1).

•სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

კლინიკური სტაჟირების მსურველმა პირებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე  (sms.tsmu.edu)

გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 11 ნოემბერს, 16:30 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

ტელ.: 032 2 542 450;