შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აცხადებს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2026 წლის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანია:
ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო ინტერესების გაღვივება და წახალისება, ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოვლენა, სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, სტუდენტთა ჩართულობის ზრდა საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესებში; მათი კვლევითი უნარების განვითარებისა და სამეცნიერო კარიერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
რეგისტრაციის გრაფიკი:
ელექტრონული რეგისტრაცია - 2026 წლის 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის 18:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 17 ნოემბრის 18:00 საათამდე;
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები:
- 3 ნოემბერი, 16:00 საათი - შეხვედრის ბმული
- 10 ნოემბერი, 16:00 საათი - მოგვიანებით გამოქვეყნდება
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ!