2026 წლის 16 დეკემბერს, 16.00 საათზე შედგება ნათია ქაქუთიას სადისერტაციო ნაშრომის - „სწრაფი კვების მზა კერძების მოხმარების როლის შეფასება სიმსუქნის ეპიდემიოლოგიურ კონცეფციაში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ნანა მებონია - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მაიკლ კაუდლი - ემორის უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობის მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი;
ზიად კაზი - ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი.
ექსპერტები:
ნინო ხაჭაპურიძე - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მარინა გიორგობიანი - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
რუსუდან კვანჭახაძე - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.