‘’სტუდფესტი 2025’’- ის მეორე ეტაპი - კულტურული ღონისძიებები - სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის კულტურის კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს.
დანართის სახით (დანართი1, დანართი2, დანართი3) წარმოდგენილია ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა.
ახალგაზრდულ ფესტივალს “სტუდფესტი 2025” ახორციელებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის პარტნიორობით.