სპორტისა და ხელოვნების ცენტრი

სპორტისა და ხელოვნების ცენტრი

სპორტისა და ხელოვნების ცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტში გამორჩეულია მდიდარი კულტურული ცხოვრებითა და განსაკუთრებული სპორტული მიღწევებით.

უნივერსიტეტის სპორტულ ბაზებზე რეგულარულად ტარდება შიდა საუნივერსიტეტო სპორტული შეჯიბრებები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი  სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს : კალათბურთის, მინი-ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის, ბადმინტონის, ჭადრაკის, ძალისმიერი სამჭიდისა და მკლავჭიდის სპორტული ჯგუფები, ამასთანავე სტუდენტების განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ტრენაჟორებისა და ფიტნესის დარბაზები, რომლებიც სტუდენტთა აქტიური დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების  განუყოფელი ნაწილია.

თსსუ-ის სტუდენტები ხშირად მონაწილეობენ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში და დიდ წარმატებებს აღწევენ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი - ,,ქართული ფოლკლორი“, დრამატული თეატრი - ,,ჰიგია“, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი - ,,ვეგა“, ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი -,,დეკა“, საესტრადო ჯგუფი, კლასიკური მუსიკის განყოფილება, უცხოელი სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ქორეოგაფიული ჯგუფი  - საუკეთესო ასპარეზია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისათვის. 

შემოქმედებით ჯგუფებში, თეატრსა და ანსამბლებში გაერთიანებული სტუდენტები დიდი წარმატებით ღებულობენ მონაწილეობას საქართველოში და უცხოეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებში და კონკურსებში.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 57 92 69
badriensemble@gmail.com