2018 წლის 28-29 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და ორგანიზაციას _ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი" შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში ჩატარდა მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება. ექიმ-სპეციალისტებთან მთლიანობაში 2000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, დაენიშნათ და ჩაუტარდათ ინსტრუმენტული კვლევები (ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა).
აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა მიმართულებებმა:
- თერაპია;
- კარდიოლოგია;
- ონკოლოგია (მამოლოგია);
- ნევროლოგია;
- უროლოგია;
- ენდოკრინოლოგია;
- ოფთალმოლოგია;
- ოტორინოლარინგოლოგია;
- სისხლძარღვთა ქირურგია;
- ალერგოლოგია;
- შინაგანი მედიცინა (გასტროენტეროლოგია);
- გინეკოლოგია;
- ყბა-სახის ქირურგია;
- რადიოლოგია;
- ანგიოქირურგია;
- პროქტოლოგია;
- ალერგოლოგია;
- ქირურგია.