განვითარების პედიატრია _ ჯანმრთელი მომავალი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ნეონატოლოგთა ასოციაცია 8 დეკემბრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ატარებს ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების სამწლიან პროგრამას, „განვითარების პედიატრია _ ჯანმრთელი მომავალი“.
აღნიშნული პროგრამა მოიცავს უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ასპექტებს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის სფეროებში და ემსახურება ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად მოწვეულნი არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ნეონატოლოგები, პედიატრები და ზოგადი პროფილის ექიმები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროგრამა 3 წლიანია, კურსის ხანგრძლივობა 6 დღიანი.
ტრენინგები და სემინარები ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში.