საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ყოველწლიური, ტრადიციული, სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“ . კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების ქართველმა და უცხოელმა პირველკურსელმა სტუდენტებმა.
წარმოდგენილი იქნა კვლევითი ნაშრომები ჯანმრთლობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებისა და მათი პრევენციის შესახებ.
სტუდენტების ნაშრომები შეაფასეს პროფესორ-მასწავლებლებმა და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.