2019 წლის 2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პროფესორ ყარამან ფაღავას ინიციატივით ჩატარდა სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების საერთაშორისო ასოციაციის ტრეინინგი.
ტრეინინგის თემა იყო „გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიური ასპექტები - შესავალი“. ტრეინიგს უძღვებოდნენ რადბუდის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) თანამშრომლები, პროფესორები: მარიეკე დე ვრიესი და მარტინე ჰოლანდერი. განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- ადამიანები როგორ ღებულობენ გადაწყვეტილებას;
- გარემოს როლი გადაწყვეტილების მიღებაში;
- რა გავლენას ახდენენ რისკები, ფასეულობანი და ემოციები გადაწყვეტილების მიღებაზე;
- როგორ უნდა ვიფიქროთ უკეთესად ინტუიციური და სისტემური მდგომების გამოყენებით;
- გადაწყვეტილების მიღებისას პაციენტის აზრის გადაწყვეტილება;
- მიკერძოების თავიდან აცილება.
დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.