ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის კოტბუსის კარლ-თიემის კლინიკის თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა თომას აიხორნმა (გერმანია) თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საჩუქრად გადასცა „ოლიმპუსის“ ფირმის ორი ლაპარასკოპიული ტელესკოპი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამ საჩუქრის მიღება და პროფესორ თომას აიხორნის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი თომას აიხორნი 2010 წლიდან თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, მისი ძალისხმევით ამ წლების განმავლობაში კოტბუსის კლინიკაში სტაჟირება თსსუ-ის 70-ზე მეტმა სტუდენტმა და რეზიდენტმა გაიარა.