ახალი ბიოსამედიცინო ჟურნალი - Georgian Biomedical News

ახალი ბიოსამედიცინო ჟურნალი - Georgian Biomedical News

“Georgian Biomedical News” არის ახლად დაფუძნებული, თავისუფალი წვდომის, ინგლისურენოვანი,  ბიოსამედიცინო ონლაინ-ჟურნალი, რომლის მიზანია თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ქართველ და უცხოელ ავტორებს საშუალება ეძლევათ, ჟურნალში გამოაქვეყნონ სხვადასხვა ტიპის კლინიკური და სამეცნიერო/პრაქტიკული ღირებულების ნაშრომები, რომლებზედაც მკითხველთა წვდომა შეუზღუდავი და უსასყიდლოა. გარდა ონალინ ფორმატისა, ყოველი კვარტლის ბოლოს Georgian Biomedical News გამოიცემა ტრადიციულ ფორმატშიც (ბეჭდვური სახით).


დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდს: gbmn.org