2023 წლის 4 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „გავიცნოთ ენდოკრინოლოგია“.
სტუდენტები აუდიტორიის წინაშე შემდეგი თემებით წარდგნენ:
- ბაჩანა სამნიაშვილი, მზაღო დაბრუნდაშვილი - „ანტისხეულების როლი შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში“ (თემის ხელმძღვანელი - თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მარინე გორდელაძე);
- ხატია ხვედელიძე - „რიტუქსიმაბის პროტექტორული ეფექტი პანკრეასზე ახლად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 - ის დროს“ (თემის ხელმძღვანელი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიის სამსახურის უფროსი ეკატერინე ფაცაცია);
- ნიკა ტოგონიძე - „ინსულინის ტაბლეტები - ინსულინის ახალი თაობა“ (თემის ხელმძღვანელი ეკატერინე ფაცაცია);
- მარიამ თოლორდავა - „თანამედროვე ტექნოლოგიები დიაბეტის მართვაში“ (თემის ხელმძღვანელი ეკატერინე ფაცაცია);
- საბა ფრუიძე - „პანკრეასის ნეიროენდოკრინული სიმსივნის ასოცირება აკრომეგალიასთან - MEN1 სინდრომის იშვიათი მანიფესტაცია“ (თემის ხელმძღვანელი - ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჩარკვიანი);
- ნინო კიკვაძე, ნინო კოჩუაშვილი - „პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი“ (თემის ხელმძღვანელი - ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი კარენ გრიგორიანი).
შეხვედრის დასასრულს კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.