2023 წლის 10 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაციას შორის არსებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი იურგენ ზაიდენბერგი, რომელმაც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩაატარა ლექციათა ციკლი (8 ლექცია) :
- ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია/ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;
- რესპირატორული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები;
- ფილტვის ფუნქციური სინჯების თეორიული საფუძვლები/ბრონქოსკოპია - შესავალი;
- ვიზინგი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში/ქრონიკული ხველა;
- პნევმონია, საფუძვლები;
- რესპირატორული სისტემის დისფუნქციის ნიშნები/ფსიქოგენური ხველა და ხმოვანი იოგების დისფუნქცია VCD (ვიდეო მასალით);
- ფილტვის დიფუზური დაავადება - ეგზოგენური ალერგიული ალვეოლიტის 3 შემთხვევა;
- ცისტური ფიბროზი - შესავალი.
ლექციებს ესწრებოდნენ: თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ქართულ- და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები.