2023 წლის 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღო 35-მა სამედიცინო კომპანიამ, რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით 200 - მდე ვაკანსია წარმოადგინა.
ფორუმზე დასაქმების მსურველ სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში წამყვანი კლინიკების, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიების მუშაობის სპეციფიკას. გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე მსურველებმა საკუთარი კანდიდატურა ადგილზევე წარადგინეს.
ამავე დღეს, სამედიცინო კომპანიის წარმომადგენელთათვის, გაიმართა ახალი ვებ-გვერდის sms.tsmu.edu/career პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ ონლაინ პლატფორმა ვიზიტორებს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამების, ლექცია-სემინარების და სხვა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე გაეცნოს სამედიცინო ლიტერატურას. დასაქმების ონლაინ პლატფორმა განკუთვნილია სტუდენტთათვის, კურსდამთავრებულთათვის, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და რეზიდენტებისთვის.
ცნობისთვის, დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება.