2023 წლის 29-30 ივნისს თბილისში ჩატარდა ნეიროქირურთა მსოფლიო ასოციაციისა და საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ერთობლივი კონგრესი "სისხლძარღვოვანი ექსპერტები-2023".
კონგრესი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, თსსუ-ის ემერიტუსმა გოჩა ინგოროყვამ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; კონგრესის პრეზიდენტი, პროფესორი შალვა ელიავა.
საქართველოში კონგრესზე დასასწრებად ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო და ქართველმა სპეციალისტებმა გაცვალეს მეთოდები ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულარული პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის ნეიროქირურგიის დეპარტამენტმა.