თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია

2024 წლის 30 ნოემბერს ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ და თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მორიგი, 27-ე, უფასო ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო კარანაძის უშუალო ჩართულობით, მედიკოსთა ჯგუფმა ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 97 ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარა უფასო კონსულტაცია. 

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 194 ოპტიკური სათვალე და 4 გლუკომეტრი.