თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული საჯარო ლექცია “ვაქცინაციით მართვადი ინფექციები” მიეძღვნა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ვაქცინაციის კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური ასპექტები, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ჭრილში.
საჯარო ლექცია თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიკრობიოლოგმა თამარ დიდბარიძემ ჩაატარა.
პროფესორმა ვრცლად და დეტალურად განიხილა ვაქცინაციის ისტორია, განვითარება და ვაქცინების ტიპები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარს, ასაკობრივ მაჩვენებლებს და მასობრივი იმუნიტეტის განვითარების საკითხებს.
,,იმუნიზაცია შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ვაქცინების გამოყენებამ მრავალი ლეტალური დაავადების პრევენცია და მართვა გახადა შესაძლებელი, განსაკუთრებით ბავშვებში“ – აღნიშნა პროფესორმა თამარ დიდბარიძემ.
ლექციაზე წარმოდგენილი და განხილული იყო უახლესი სამეცნიერო კვლევები და შემთხვევები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის მიერ.