თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი Higher Education Digest -ის ობიექტივში მოხვდა. უმაღლესმა საგანმანათლებლო საერთაშორისო პლატფორმამ თსსუ-ის შესახებ ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა სახელწოდებით: ‘’თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების, კვლევებისა და ინოვაციების გლობალური ჰაბი’’.
სტატია მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ. პუბლიკაციაში ავტორები ვრცლად საუბრობენ თსსუ-ის მიერ განვლილ გზაზე, ისტორიაზე. სტატიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იმ სასწავლო შესაძლებლობებს, რასაც თსსუ სტუდენტებს სთავაზობს.
პუბლიკაციაში ასევე საუბარია თსსუ-ის საერთაშორისო თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ თსსუ 40-მდე ქვყენის 120 ზე მეტ უნივერსიტეტსა და სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს, რაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწალებლებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ გლობალურ აკადემიურ გაცვლით პროგრამებში. პუბლიკაციაში ხაზგასმულია ისიც, რომ თსსუ მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში როგორიცაა ERASMUS+ და HORIZON EUROPE.
Higher Education Digest -ის მკითხველს თსსუ-ის მესამე მისიის შესახებაც უყვება და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტი ძალიან აქტიურია.
Higher Education Digest თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ