თსსუ-ის კულტურის ცენტრის მორიგი აღიარება

თსსუ-ის კულტურის ცენტრის მორიგი აღიარება

თბილისის  საკრებულოს მხარდაჭერითა და მერიის დაფინანსებით კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების უკვე ტრადიციად ქცეული, მეოთხე ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის მიზანია ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობა.

წელს ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ათი ფოლკლორული ანსამბლი დაჯილდოვდა, მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდი და გოგონათა ანსამბლი „დეკა“ (ლოტბარი - დავით რატიანი). 

ფესტივალი ყველა მონაწილის ერთობლივად შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.