თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ნევროლოგიის კათედრისა და რეზიდენტ ნევროლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდა ნევროლოგების სამეცნიერო აკადემიური კონფერენცია – ‘’ნეიროჰორიზონტი’’.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის პროფესორები, პრაქტიკოსი ნევროლოგები და ნევროლოგიის რეზიდენტები.
კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდა რეზიდენტ ნევროლოგთა სამეცნიერო აქტივობაში ჩართვა, კონკრეტული მაგალითების განხილვა და კომუნიკაცია.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ნევროლოგებმა წარადგინეს მრავალფეროვანი თემატიკის პრეზენტაციები, მათ შორის:
• პედიატრიული ნევროლოგიური შემთხვევები;
• ავტოიმუნური დაავადებების მართვის თანამედროვე ტენდენციები;
• მოძრაობითი დარღვევების იშვიათი კლინიკური გამოვლინებები;
• იშემიური პროცესები და სიფილისის როლი ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში;
• ნარკოლეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს თანამედროვე ნევროლოგიურ მიგდომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
ორგანიზატორთა თქმით, „ნეიროჰორიზონტი“ გახდება ყოველწლიური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ნევროლოგ რეზიდენტების განვითარებას და პროფესიული თანამეგობრობის გაფართოებას.