ფერების ფესტივალი თსსუ-ში

ფერების ფესტივალი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში „ფერების ფესტივალი“ გაიმართა.

ღონისძიება მუსიკალური ბენდის „ანდრენალინი“ გამოსვლით გაიხსნა. ფესტივალის მსვლელობისას უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა გასართობი აქტივობები და გამოფენა. 

ფესტივალი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ფერადი ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.