სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია თსსუ-ში

სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი კლუბის – „ენდევორი“ ორგანიზებით, 15 ივლისს სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში სამეცნიერო საქმიანობის წახალისება და სამედიცინო კვლევითი კულტურის დანერგვა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ნაშრომები, რომელშიც გამოკვეთილი იყო მნიშვნელოვანი ასპექტები მედიცინის სხვადასხვა დარგში.

წარდგენილი კვლევები:

ლიკა ბედინაშვილი – ბავშვებში ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად განვითარებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის შეფასება მშობლებთან ინტერვიუების საფუძველზე

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ლუიზა გაბუნია, ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი.

ვახტანგ მაზანაშვილი და ვლად ბოჭორიშვილი – დაპაგლიფლოზინის გავლენა გულის უკმარისობის მქონე პაციენტების კომპლექსურ მკურნალობაზე

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასისტენტ-პროფესორი ხათუნა ჭაავა, ასოცირებული პროფესორი ნათია გამყრელიძე.

კესო ხაჩიძე და მარიამ ჩხაიძე – ინფექციური და სომატური გართულებების რისკების შეფასება სუროგატ და არასუროგატ ორსულებში

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ დიდბარიძე, ასისტენტ-პროფესორი ნათია ფხალაძე.

იოსებ ნოზაძე და თემურ კოპაძე – საქართველოში გასტრო-ინტესტინური დისბიოზის კორელაცია პარკინსონის დაავადებასთან

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი მარინა ჯანელიძე, ასოცირებული პროფესორი ირინე ხატიაშვილი.

გიორგი მუმლაძე და მარიამ ვარაზაშვილი – სიმსუქნისა და სამეანო გართულებათა კორელაცია საქართველოში

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მეან-გინეკოლოგი ნიკო ქორიძე.

თეიმურაზ გიუაშვილი და ვახტანგ მაზანაშვილი – პოლიფარმაცია: გამოწვევები და რისკები

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნანა გორგასლიძე, პროფესორი ლუიზა გაბუნია.

სოფო გოგლიძე – დედის ჯანმრთელობის გავლენა ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე

სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ნანა ყიფიანი.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო კლუბის მუშაობის შეჯამებას:

კლუბის პრეზიდენტმა, ლიკა ბედინაშვილმა, წარადგინა „ენდევორის“ მიერ განხორციელებული აქტივობები და ისაუბრა კლუბის სამომავლო გეგმებზე, რომლებიც სტუდენტური კვლევების პოპულარიზაციასა და სამეცნიერო განათლების ხელშეწყობას გულისხმობს.