თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში „შავი ზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ და მეცნიერების ფესტივალში „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“.
თსსუ-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე და უნივერსიტეტის სტუდენტები ლადო გაბეჩავა და ციცი პაპუნაშვილი.
ღონისძიებების მიმდინარეობისას თსსუ-ს მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო-გასართობი ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. კონკურსმა ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ვიქტორინის გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თსსუ-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მადლობის წერილიც გადასცა, როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებში მრავალწლიანი აქტიური მონაწილეობისთვის.