თსსუ-ში ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

თსსუ-ში ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს 25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ღონისძიება საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის და თსსუ-ის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ფარმაცევტთა პროფესიის მნიშვნელობაზე, ამ დარგის წვლილზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებსა და სამეცნიერო მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენ ექიმებმა ვიცით ფარმაციის დარგის მნიშვნელობა და აქტუალობა. ეს მედიცინის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს დიდი რესურსი როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, რომელიც დიდი ისტორიის მქონე დაწესებულებაა.“ - ამ სიტყვებით გახსნა ღონისძიება თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ, რომელმაც ფარმაციის ისტორიასა და განვლილ გზაზე ისაუბრაფარმაცევტულ განყოფილებას 1919 წელს ჩაეყარა საფუძველი, 1925 წელს კი უკვე ეს განყოფილება ფარმაკოქიმიურ ფაკულტეტად გადაკეთდა.“

ეს დარგი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის. ახალგაზრდებს ვურჩევ, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ. ჩვენ, ამ დარგის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკისა და სახელმწიფოს განვითარებაში, რადგან ვქმნით პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს და არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს.“ - აღნიშნა თსსუ-ის პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ.

გამომსვლელებს შორის იყოს თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ გეთია, რომელმაც ფარმაციის და მეცნიერების კავშირზე და ამ სფეროში ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება"ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ეს პროფესიაზე მეტია, ადამიანზე ზრუნვაა. ფარმაცევტებს დიდი მოტივაცია, ცოდნა და ყურადღება მოეთხოვებათ. ჩვენს ინსტიტუტში სამეცნიერო მიმართულებით ვმუშაობ ახალ თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებზე. ჩვენი ინსტიტუტის კარი ყოველთვის ღიაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მეცნიერებით".

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრები, თსსუ-ის .ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დაჯილდოება, სადაც წარმატებულ, მაღალრეიტინგულ სტუდენტებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.