თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იწყებს ახალ, ინოვაციურ სასწავლო პროგრამას — „კლინიკის მენეჯერების სასწავლო კურსი“. პროგრამა საქართველოში პირველად სპეციალურად კლინიკის მენეჯერებისთვის შემუშავდა.
კურსი განკუთვნილია როგორც კლინიკის მოქმედი მენეჯერებისთვის, ასევე იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით საქმიანობას. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ კლინიკების საშუალო რგოლის მენეჯერებსა და ფინანსისტებს.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 36-საათიან მოდულს, რომელიც ჩატარდება კვირაში სამჯერ. პროგრამა ნოემბრის თვის მეორე ნახევარში დაიწყება. კურსის ღირებულება 800 ლარია.
პროგრამის ავტორები არიან თსსუ-ის პროფესორი ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია.
სასწავლო კურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით : +995 599 71 92 83