თსსუ-ის პროფესორი ირინე კვაჭაძე და მოწვეული მასწავლებელი ნანა ხელაია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის ლაურეატები გახდნენ

თსსუ-ის პროფესორი ირინე კვაჭაძე და მოწვეული მასწავლებელი ნანა ხელაია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის ლაურეატები გახდნენ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციისამებრ, ყოვეწლიურად აღნიშნავს „იუნესკოს“ მიერ დაარსებულ მეცნიერების საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიები გადაეცათ მეცნიერების სხვადასხვა დარგში წარმატებულ 40-ზე მეტ მეცნიერს.

ივ. თარხნიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი შრომათა ციკლისა და ფუნდამენტური ქართულენოვანი სახელმძღვანელოსათვის "ადამიანის ფიზიოლოგია" გახდა თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე.

ზაზა ფანასკერტელის სახელობის პრემიის ლაურეატი კი თსსუ-ის მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, ნანა ხელაია გახდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს მათ ამ დიდ აღიარებას.